ჩვენი მიზანია სრულყოფილებაა
ჩვენ ჩვენი საქმის ექსპერტები ვართ. ვფლობთ ადამიანურ რესურსებს, ტექნიკურ ცოდნას და აღჭურვილობას, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი საქმე საუკეთესოდ შევასრულოთ. ჩვენ ვზრდით ჩვენს კონკურენტუნარიანობას გლობალურად მიღებული საუკეთესო პრაქტიკითა და ინიციატივით და მაგალითს ვაძლევთ სხვებს ჩვენი კორპორატიული პრაქტიკის სახით. მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებულ მიდგომას ბიზნესის წარმოების გზით.
ჩვენი მიზანია წარმატება და გვსურს, მივაღწიოთ მას.
მუშაობისას ვართ შედეგზე ორიენტირებულნი. ჩვენს მიზნებს მაღალ დონეზე ვინარჩუნებთ და გვახსოვს საბოლოო მიზანი ჩვენი საქმის შესრულებისას. ვხედავთ დიდ სურათს, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვმუშაობთ მაღალი მოტივაციით ბოლომდე. ვიცით ჩვენი ინსტიტუტის სტრატეგია და მიმართულებაა, რასაც ვითვალისწინებთ ყველა ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და მოქმედებაში. ჩვენ ვართ ინოვაციურნი და კრეატიულნი
ჩვენ ვართ ცნობისმოყვარეები, ვმონაწილეობთ პროცესებში და ვაზიარებთ გამოცდილებას. ვითვალისწინებთ დროის მოთხოვნებს და მხარს ვუჭერთ ახალ იდეებსა და ინიციატივებს. საკმაო დროს ვუთმობთ ფიქრს. გსიამოვნებს შესაძლებლობების შექმნა და პრობლემების გადაჭრა. მუდმივად ეჭვქვეშ აყენებთ ჩვენს ჩვევებს, თავიდან ვიცილებთ ვარაუდებს. არ გვეშინია შეცდომების დაშვების, ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებისგან. დაუღალავად ვმუშაობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ცვლილებებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მუდმივ განვითარებას.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესის კულტურის სწავლისა და განვითარების კუთხით. ჩვენ განვასხვავებთ და ვაჯილდოებთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ხილული წვლილი შეაქვთ მაღალი დონის მუშაობით. გთავაზობთ უკუკავშირის გაუმჯობესებას და მივესალმებით კრიტიკას. 6 სიგმა ჩვენი ცხოვრების წესია.
მომხმარებელთა კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლის წარმატებისთვის. მომხმარებელი ჩვენი მთავარი სამიზნეა. საკუთარ თავს მივიჩნევთ ბორუსანის ელჩებად. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მომხმარებელთა ერთგულებას გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობების საშუალებით, რაც ქმნის ორმხრივ ღირებულებას. ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობა ემყარება მოქნილობას, საიმედოობას, სიჩქარეს და პარტნიორობას. ჩვენი მომხმარებლისთვის ვქმნით ღირებულებას ჩვენი ხარისხიანი პროდუქციითა და მომსახურებით. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას ბიზნესის ყველა სფეროში და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტებთან შედარებით. გვესმის, რა არის მომხმარებლის კრიტიკული მოთხოვნები და მოლოდინები და აღნიშნულის გათვალისწინებით ვქმნით ჩვენს პროდუქტებს, მომსახურებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ვცვლით ბიზნესის წარმოების გზას.
ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის ხმას.
ველით მომხმარებელთა მოთხოვნების შეცვლას და ვცდილობთ სწრაფად მოვერგოთ ახალ მოთხოვნებს პროაქტიული მიდგომით. ჩვენი პრიორიტეტები განსაზღვრავს ჩვენს პრიორიტეტებს.
ვიღებთ ინიციატივას და პასუხისმგებლობას
ვაჩვენებთ ეფექტურ ინდივიდუალურ ხელმძღვანელობას. განურჩევლად იმისა, თუ რა დონის ორგანიზაციაზე ვმუშაობთ, ვკისრულობთ იმ სამუშაოს ხელმძღვანელობას, რაზეც პასუხისმგებლები ვართ. მუდმივად ვავითარებთ და მოტივაციას ვუწევთ საკუთარ თავს და ჩვენს გარემოს და ვიკრიბებით საერთო მიზნებისა და ამოცანების გარშემო. ყოველთვის ვიწყებთ და ვმართავთ ცვლილებებს ჩვენი საქმიანობის დეტალური შესწავლით. ვმოქმედებთ ჩვენი საქმის შესასრულებლად. ვიღებთ კარგად გათვლილ რისკებს და ვაქცევთ მათ შესაძლებლობებად. იმის ნაცვლად, რომ დაველოდოთ დამტკიცებას, ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი კომპეტენციისა და ექსპერტიზის ფარგლებში და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და შემდეგ სწრაფად ვახორციელებთ მათ.
ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ.
ჩვენ ვაცნობიერებთ თითოეული ადამიანის წვლილს და ფუნქციებს ბიზნესში და ვცდილობთ მისგან შევქმნათ მაქსიმალური შედეგი. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ერთმანეთს, ვაფასებთ განსხვავებებს, ხელს ვუწყობთ მონაწილეობას და ვქმნით ინდივიდუალური ინიციატივისა და პასუხისმგებლობის საფუძველს.
ვაარსებთ ეფექტურ ორგანიზაციებს.
ჩვენთვის მიუღებელია სამუშაო ადგილები და ბიუროკრატია, რომლებიც დამატებით ღირებულებას არ ქმნიან. ჩვენ ვმუშაობთ უმარტივეს ორგანიზაციულ სტრუქტურებში, ღია და ეფექტურ საკომუნიკაციო გარემოში ინტეგრირებული და ეფექტური სისტემებით.
ჩვენ სანდო კომპანია ვართ
ვაყალიბებთ ღია და სამართლიან ურთიერთობებს. ურთიერთობებს ჩვენს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, აქციონერებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან ვაყალიბებთ გამჭვირვალობის, უწყვეტობის, ურთიერთნდობისა და პატიოსნების საფუძველზე.
ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ.
ჩვენი სიტყვები, მოქმედებები, ქცევა და გადაწყვეტილებები თავისთავად თანმიმდევრული მთლიანობაა. ჩვენ არ ვიძლევით პირობას, რომელსაც ვერ შევასრულებთ და ვაცნობიერებთ ჩვენს დანაპირებსა და ვალდებულებებს. თითოეული ჩვენგანი მოქმედებს საკუთარი რეპუტაციის დაცვისა და ამაღლების შეგნებით. ყველა ჩვენი მომხმარებელი, ვინც ჩვენს პროდუქტებს ან მომსახურებას იყენებს, დარწმუნებულია, რომ პრობლემები არ ექნებათ, რადგან ურთიერთობა ბორუსანთან აქვთ.
ჩვენ სამართლიან კონკურენციას ვეწევით.
ყველა ჩვენს ურთიერთობაში ვმოქმედებთ ეთიკური წესებისა და კანონების შესაბამისად, სამართლიანი, ორმხრივი სარგებლობის, კეთილსინდისიერების და ურთიერთგაგების მიზნით. ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი სექტორების და ბიზნესის განვითარება და მოვახდინოთ მათი ინსტიტუციონალიზაცია. ხელს ვუწყობთ საზოგადოებას მხარს ვუჭერთ საზოგადოების კულტურულ განვითარებას. ჩვენი ძირითადი მიზანია განათლების და კულტურის დონის ამაღლება საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც ინარჩუნებს თავის კულტურასა და ღირებულებებს. ამ მიდგომით მაგალითს ვაძლევთ საზოგადოებას. ხელს ვუწყობთ ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. ვმუშაობთ იმის გაცნობიერებით, რომ პასუხისმგებლები ვართ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საზოგადოების წინაშე. ჩვენ ამ მიდგომით ვმოქმედებთ ჩვენს ბიზნესში და პირად ცხოვრებაში და ამას ველოდებით ჩვენი გარემოდანაც მოხალისეობრივი პროექტების ფარგლებში, რომლებიც შეესაბამება საზოგადოების საჭიროებებს.
მომხმარებლის წარმატება მომხმარებლის წარმატება ჩვენი მომხმარებელი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი გვესმის მომხმარებლის საჭიროებები და მოლოდინები ბიზნესის ნებისმიერ საფეხურზე და ვქმნით ღირებულებას ჩვენი უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და სერვისით.
მომხმარებლის ხმა მომხმარებლის ხმა ჩვენ განვჭვრიტავთ იმ ცვლილებებს, რომლებიც მომხმარებელს სჭირდება და ვცდილობთ პროაქტიული მიდგომით დროულად შევთავაზოთ სწორი გადაწყვეტილებები. ჩვენი მომხმარებლების პრიორიტებები ჩვენი პრიორიტებებია
სანდო პარტნიორი სანდო პარტნიორი ჩვენს თანამშრომლებთან ურთიერთობა ეფუძნება მოქნილობას, სანდოობას, სისწრაფეს და პარტნიორობას